ნიკა გვარამია — „ნაირა გელაშვილი სამარცხვინო მოფაშისტო მოღვაწეა“. akhalitaoba.ge. ციტატა: „ნაირა გელაშვილის მიერ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს უკან დაბრუნებას ნიკა გვარამია ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: „ნაირა გელაშვილი შესანიშნავი მწერალია. ნაირა გელაშვილი სამარცხვინო საზოგადო მოღვაწეა. დიახ, ასეთ მოფაშისტო ელემენტებს ტოლერანტობის ჯილდო არ უნდა ქონდეთ. კარგი უქნია, თუ დააბრუნა. ქსენოფობიის ჯილდოს გადასცემს კორკოტა.““ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
ნიკა გვარამია: ჩემთვის გასაკვირია, როგორ აიღო ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის ჯილდო. euronews.ge. ციტატა: „„ნაირა გელაშვილი მიმაჩნია ძალიან კარგ მწერლად, მაგრამ არ მიმაჩნია მნიშვნელოვან და საინტერესო ფიგურად. მისი აზრი საზოგადოებრივ მოვლენებზე საერთოდ არ მაღელვებს, რადგან მგონია, რომ ფაშისტია. ჩემთვის გასაკვირია, როგორ აიღო ტოლერანტობის ჯილდო, მაგრამ ჩვენ არაფრის დაბრუნებას არ ვაპირებთ, ვამაყობთ აღებული ჯილდოთი და ნაირა გელაშვილს, როგორც უნდა ისე მოიქცეს. მე მას, როგორც საზოგადო მოღვაწეს, პატივს არ ვცემ, როგორც მწერალს კი ძალიან დიდ პატივს ვცემ“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა მიღებული ჯილდო — ტოლერანტობის ქომაგი სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოს უკან დაუბრუნა. როგორც თავად განმარტავს, არ სურს ჯილდოს ფლობით გიგა ბოკერიასთან და „რუსთავი 2“-თან, როგორც სიცრუის კონვეიერთან, იყოს გათანაბრებული.“ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო — ვინ და რა კრიტერიუმებით გასცემს მას საქართველოში? ისტორია. imedinews.ge. ციტატა: „მწერალმა ნაირა გელაშვილმა ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო სახალხო დამცველს დაუბრუნა. კავკასიურმა სახლმა, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც ნაირა გელაშვილია, ეს ჯილდო 2009 წელს მიიღო. ამ ფორმით მწერალმა იმავე ჯილდოს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიასთვის და ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის გადაცემა გააპროტესტა.“ ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]