საკუთარ კარში გოლების გატანის რეკორდი დაამყარა ბელგიელმა სტენ ვან დენ ბიუისმა. 1995–96 სეზონზე „ანდერლეხტისა“ და „ჟერმინალ ეკერენის“ შეხვედრის დროს მან 3 ავტოგოლი გაიტანა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3–2 „ანდერლეხტის“ სასარგებლოდ, ამასთან წაგებულმა გუნდმა გაიტანა ხუთივე გოლი, მოგებულმა კი — არცერთი. სტან ვან დენ ბიუისის ავტოგოლები („ჟერმინალ ეკერენი").