პავლე ინგოროყვა, საქართველოს ტერიტორიის საზღვრების შესახებ, კონსტანტინეპოლი, 1918, მარტო ერთი ნაწილი ქართველ კათოლიკეთა, ეგრეთ წოდებული "ველელი" კათოლიკე ქართველები, გადმოსახლებულნი არტაანის მხარიდან, — ლაპარაკობენ თურქულს. მათი რიცხვი აღწევს 5000-მდე; მოსახლეობენ ისინი სოფლებში: ხულგუმოს, კარტიკამს, ბავრას, ტურცხს და ნაწილად ვარევანს. (რაც შეეხება ქართულ დედა-ენაზე მოლაპარაკე ქართველ კათოლიკეებს — ესენი მოსახლეობენ: ქ. ახალციხეს, სოფლებში — უდეს, ვალეს, არალს, ბოლაჯურს, ბნელას, ხიზაბავრას და ვარგავს.