მერაბ მამულაშვილი (30 დეკემბერი, 2013). როგორ წაართვეს თბილისის „დინამოს“ ჩემპიონობა. დღემდე ქართული ფეხბურთისა და თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრები ჰყვებიან, თუ როგორ წაართვეს 1953 წელს "დინამოს" საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა. მას შემდეგ 60 წელი გავიდა. 4 სექტემბერს თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ მატჩმა, რომელიც მოსკოვის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა, მოვლენები 180 გრადუსით შემოატრიალა. შეხვედრას სჯიდა ლენინგრადელ მსაჯთა ბრიგადა, პიოტრ ბელოვის მეთაურობით. თამაში საკმაოდ ხისტი და უხეში გამოდგა. მე-14 წუთზე ანგარიში იური ვარდიმიადიმ გახსნა — 0–1. მე-19 წუთზე გიორგი ანთაძემ "დინამოს" უპირატესობა სოლიდური გახადა — 0–2. ვალენტინ ივანოვმა კი 71-ე წუთზე მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხა და „დინამომ“ 2–1 გაიმარჯვა.
16 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში. 1951 — თბილისის „დინამომ“ პოლონური ტურნეს მსვლელობისას კრაკოვში, ადგილობრივ „გვარდიას“ 3–0 მოუგო. გოლები ავთანდილ ჭკუასელმა, იური ვარდიმიადიმ და ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანეს. „დინამო“: მარღანია, ელოშვილი, ძიაპშიპა, სარჯველაძე, პანიუკოვი, ანთაძე, ჯოჯუა, გაგნიძე, ვარდიმიადი, ღოღობერიძე, ჭკუასელი. გუნდს მიხაილ იაკუშინი წვრთნიდა.