კახი კაჭარავას მატჩისშემდგომი კომენტარი. ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურის დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „დინამომ“ „სამტრედიას“ 3–2 მოუგო, თბილისელთა თავკაცმა კახი კაჭარავამ ჟურნალისტებთან ჩატარებული მატჩი შეაფასა. 21.05.2017. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
კახა კაჭარავა: რამდენი შემიძლია ჩამოვთვალო და ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. თბილისის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში პირველ ტურში მარცხის შემდეგ მიჯრით სამი თამაში მოიგო. თბილისელები კარგ ფორმაში იმყოფებიან და მომდევნო ტურში საჩხერის „ჩიხურას“ იღებენ. საინტერესოა, რა ვითარებაა ამჟამად კლუბში, როგორ აფასებს გუნდის მწვრთნელი გაწეულ სამუშაოს და რა გეგმები აქვს „დინამოს“. 04.04.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
კახა კაჭარავა: თუ ირწმუნებ, ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. თბილისის „დინამომ“ დედაქალაქური დერბი წააგო „ლოკომოტივთან“ და ლიდერ „საბურთალოს“ 5 ქულით ჩამორჩა. ბევრი ლაპარაკობს იმაზე, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, რომელიც ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით თამაშობს, პატარა ჩავარდნა აქვს. 18.05.2018. fcdinamo.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
sportall.ge
კახა კაჭარავა თბილისის „დინამოდან“ წავიდა. კახა კაჭარავამ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ეს გადაწყვეტილება ქართველმა სპეციალისტმა საქართველოს თასის ნახევარფინალში „გაგრასთან“ მარცხის (0–1) შემდეგ მიიღო. 52 წლის მწვრთნელი თბილისურ გრანდში 2017 წელს დაინიშნა. ის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მისი ხელმძღვანელობით კი გუნდი მიმდინარე სეზონში მეორე პოზიციას იკავებს და ჩემპიონობის შანსი, პრაქტიკულად, დაკარგული აქვს. კახა კაჭარავას შესაძლო შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 08.11.2018. sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.
worldsport.ge
ლაშა თაბაგარი (31 მაისი, 2011). „დინამო“ ესპანელ მწვრთნელს ხვალ წარადგენს. საფეხბურთო კლუბი თბილისის „დინამო“ ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექს გარსიას ხვალ, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ 14:30 საათზე წარადგენს. დინამოელთა პრეს-ატაშე გიგა გვენცაძემ „მსოფლიო სპორტს“ აცნობა, რომ 41 წლის ესპანელი თბილისს დღეს, 23:45 საათზე ეწვევა — მას ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი და „დინამოს“ აკადემიის მომავალი ხელმძღვანელი ანდრეს კარასკო არ ჩამოყვებიან. შეგახსენებთ, რომ გარსია 2007–2009 წლებში „ბარსელონაში“ ჟუვენილ A-ს წვრთნიდა, ხოლო ბოლოს კატალონიელთა ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. ესპანელმა „დინამოს“ თავკაცის პოსტზე კახა კაჭარავა შეცვალა, რომელიც კლუბში მწვრთნელ-სელექციონერად იმუშავებს. საინფორმაციო სააგენტო „მსოფლიო სპორტი“. წაკითხვის თარიღი: 27 დეკემბერი, 2018.