French Player of the Century. ფრანგული ყოველკვირეული სპორტული ჟურნალის France Football-ის ინიციატივით ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1958–1999 წლების პერიოდში საფრანგეთის წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა ყველა ფეხბურთელმა. მათ უნდა დაესახელებინათ ასწლეულის ფრანგი ფეხბურთელი, ასწლეულის ფრანგი მწვრთნელი და ასწლეულის ფრანგული გუნდი. გამოკითხვის შედეგად ასწლეულის ფეხბურთელად მიშელ პლატინი დასახელდა, მეორეზე ზინედინ ზიდანი გავიდა, ხოლო მესამეზე — რაიმონ კოპა. გამოკითხული 34 ფეხბურთელიდან 22-მა — ასწლეულის ფეხბურთელად პლატინი დაასახელა, ცხრამ — ზიდანი, ხოლო სამმა — კოპა.