ის იყო ფართო დიაპაზონის ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს თამაშობდა მარცხენა გარემარბად, ცენტრფორვარდად, მარცხენა შუამარბად, ნახევარმცველად. შესანიშნავ კომბინაციურ თვისებებთან და კარში უნაკლო დარტყმებთან შეხამებული მაღალი ტექნიკის მეოხებით გუნდისთვის ერთნაირად სასარგებლო და მეტოქისათვის ერთობ საშიში იყო ნებისმიერ მოედანზე. იხ. მერაბ კალანდაძე, დაუვიწყარი კაპიტანი: შოთა იამანიძე—75