1964 წლის 18 ნოემბერი — თბილისის „დინამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი პირველად გახდა. თბილისის „დინამომ“ და მოსკოვის „ტორპედომ“ რეგულარულ პირველობაზე 46–46 ქულა დააგროვეს, ჩემპიონის გამოსავლენად დამატებითი შეხვედრა დაინიშნა. ოქროს მატჩი, ტაშკენტში, ზუსტად 49 წლის წინ — 1964 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა. ოქროს მატჩში თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე (კაპ), სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. 18 ნოემბერი, 2013. თბილისის „დინამოს“ ოფიციალური საიტი.

ფშმ (რუს.Футбольная школа молодёжи (ФШМ)) — ახალგაზრდობის საფეხბურთო სკოლა. ქართულ სპორტულ პრესაში აღნიშნული საფეხბურთო კლუბი წარმოდგენილია ასევე, როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელთა სკოლა (თბილისი) ან ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლა (თბილისი). იხ. „ლელო“ // 6 აპრილი, 1975, № 68 (5358), გვ. 4.